ბიზნესი
28/04/2021

სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორზე კონტროლი მკაცრდება - რეგულირების სააგენტოს მანდატი ფართოვდება

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. გაფართოვდება რეგულირების სააგენტოს მანდატი, რომელიც კლინიკებსა და ფარმაცევტულ ობიექტებს ინტენსიურად შეამოწმებს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში განაცხადა, დაწესდება საერთაშორისო სტანდარტების კრიტერიუმები, რომელთა დაცვას აუცილებელი იქნება.

„დღეს არსებული ხარისხის კონტროლის სისტემა ფრაგმენტული და არასაკმარისია. არსებული რესურსით დაწესებული კონტროლი წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ ხორციელდება. ამის შედეგად კლინიკური სექტორის მხოლოდ 20-25%-ის მოცვაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ვგეგმავთ სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორის რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ გაზრდილი მანდატით შეძლონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სისტემური კონტროლი. დაწესებულებებისთვის შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის კრიტერიუმები, რომელთა აღსრულების კონტროლი განხორციელდება ინტენსიურ რეჟიმში“,- განმარტა მინისტრმა.

Businesspartner