ბიზნესი
26/06/2020

სამშენებლო კომპანია "ბაუ სტარი“ საინვესტიციო პროექტების ნაწილს დროებით აჩერებს

სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების ნაწილს დროებით შეაჩერებს.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მოთხოვნის შემცირების გამო ამ ეტაპზე ახალი პროექტების დაწყება გონივრული გადაწყვეტილება არ იქნებოდა.

„გვაქვს საინვესტიიცო პროექტები, მაგრამ ვფიქრობთ, ჯერ არ დავიწყოთ. რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მაგალითად, რუსთავში გამზადებული პროეტი უკვე გვაქვს. შეგვეძლო მისი განხორციელება. ნებართვაა აღებულია, მაგრამ თავს ვიკავებთ. დავაკვირდებით კოვიდ 19-ის გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა მალხაზ სოლომნიშვილმა.

მისივე განმარტებით, სამშენებლო სექტორში რეალიზაციის შემცირებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა უცხოეთიდან გადმორიცხვების შემცირებამაც. სოლომნიშვილის ინფორმაციით, კომპანიის მყიდველების 40-50% სწორედ ემიგრანტებია.

Businesspartner