ბიზნესი
09/06/2021

სამზარეულოსა და სააბაზანო ავეჯის მწარმოებელი კომპანია "ფარაკო" შოურუმსა და საწარმოს ოფიციალურად ხსნის

კომპანია „ფარაკო“ თითქმის ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და დღემდე საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო ეტაპი გაიარა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების ჩადება პანდემიის პერიოდში განხორციელდა, თუმცა, მიუხედავად შეზღუდვებისა ინვესტორებს უკან არ დაუხევიათ.

„ფარაკო“ ფერეიდნელი ქართველების დაფუძნებული კომპანიაა, რომელთაც უდიდესი გამოცდილება დააგროვეს აზიურ ბაზარზე ავეჯის წარმოებასა და ხის დამუშავებაში, მათი კომპანიები წამყვან პოზიციებს იკავებენ - ირანის, დუბაისა და თურქეთის ქვეყნებში. ახლა კი, მიზნად დაისახეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საქართველოში - მათ ისტორიულ სამშობლოში, ამ სფეროს გაძლიერებას მოახმარონ. ამ ეტაპისთვის კომპანიაში განხორციელებული ინვესტიცია რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა უახლოესი 2 წლის განმავლობაში, დაგეგმილია გაცილებით დიდი საწარმოსა და შოურუმის მშენებლობა, რომელიც ერთგვარ ჰაბს შექმნის ჩვენ ქვეყანაში. აქედანვე განხორციელდება იმპორტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მომავალი 5 წლის განმავლობაში დაგეგმილი ინვესტიციების ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აჭარბებს.

12 ივნისს გაიმართება კომპანიის შოურუმისა და საწარმოს ოფიციალური გახსნა. ღონისძიება გაიმართება თბილისში, ავეტიკ ისაკიანის ჩიხი N2, შუადღის 14:00 საათიდან 17:00 საათამდე. შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ ინფო ტურს საწარმოში და დაათვალიეროთ ჩვენი ნამუშევრები შოურუმში, შეხვდებით კომპანიის დამფუძნებლებს და მოისმენთ მნიშვნელოვან და საინტერესო ამბებს ფარაკოს გეგმებზე საქართველოში და არამხოლოდ.

მოწვეულ სტუმართა შორის არიან, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, სხვადასხვა ბიზნესის მენეჯერები, ტელევიზიისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები.

Businesspartner