ბიზნესი
27/07/2020

საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი განიხილება

საპარტნიორო ფონდი რეფორმირების შემდეგ, შესაძლოა ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.

ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, დაფინანსების წყარო მთავრობისა და პარლამენტის გადასაწყვეტია.

„სხვადასხვანაირად შეიძლება ამ საკითხზე მიდგომა. ასეთი ფონდები ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით ფინანსდება. თუ ისევ შვილობილი კომპანიების დივიდენდებზე იქნება ფონდის შემოსავლები დამოკიდებული, არ მგონია რომ ეს იყოს სწორი მიდგომა,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ფონდი ბიუჯტიდან დაფინანსდება, მისი საქმიანობაც უფრო გამჭვირვალე იქნება. როცა პრეტენზიები ისმის იმაზე რომ, პარლამენტი ასეთი ტიპის საფინანსო საქმიანობას ვერ აკონტროლებს, ბიუჯეტიდან დაფინანსების შემTხვევაში იქნება მეტი გამჭვირვალობაც. მეორე მხრივ კი საშუალება გვექნება უფრო მარტივად მოვიზიდოთ საერთაშორისო დონორებისგან თანხები,“ - აღნიშნა საგანელიძემ.

Businesspartner