ბიზნესი
06/12/2020

“საპნის ატელიე“ წარმოების გაფართოებას გეგმავს

 „საპნის ატელიე“ უახლოეს მომავალში, თავის მოვლის სხვა საშუალებებსაც შესთავაზებს მომხმარებლებს. ასევე, ცხოველთა ჰიგიენის საშუალებებს - საპონი,კრემ-ბალზამი  და სხვა.

„სურვილი გვაქვს გავაკეთოთ მაღაზია და გვინდა გავაფართოვოთ წარმოება. საწარმოო ფართის და მაღაზიის მოსაწყობად, ინვენტარისთვის დაახლოებით 20 000 ლარია საჭირო. ამ მიზნით ინვესტორისა და ფინანსების მოზიდვის პროცესში ვართ. ასევე,  ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. სისტემატურად ვთავაზობთ მომხმარებელს ახალ და საინტერესო პროდუქციას. დიდი სურვილი გვაქვს გავაკეთოთ სასწავლო კურსები ამ საქმით დაინტერესებული ადამიანებისთვის“ – აღნიშნავს ზაზა ბოღლოციშვილი.

„საპნის ატელიე“ მომხმარებელს 100% ნატურალური ხელნაკეთი საპნების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კოლექციაშია სხვადასხვა სახეობის სამკურნალო-კოსმეტიკური თვისებების საპონი. სხვადასხვა ტიპის კანისთვის, თმისთვის...

 „მოთხოვნა რომ ნამდვილად არის, ეს გამოიხატება რეალიზაციის მატებით, ეს ყველაფერი გვაძლევს სტიმულს ვიყოთ მომართული განვითარებისკენ. ჩვენი ნაწარმი განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც ძვირფასია ნატურალური პროდუქტი.საპნების ერთი ნაჭრის ფასია 10-12 ლარი, სახეობების მიხედვით. მომხმარებელს შეუძლია შეგვიკვეთოს კონკრეტული თვისებების მქონე პროდუქტი. ყველა შენაძენს საჩუქრად მოჰყვება ჩვენივე ნამზადი - ბამბუკის ხელნაკეთი სასაპნე.

საახალწლოდ  სასაჩუქრე ნაკრებებს, გათამაშებებს სოციალურ ქსელში, და სხვა მსგავს აქტივობებს შევთავაზებთ მომხმარებლებს.“– აღნიშნავს საოჯახო საწარმო „საპნის ატელიეს“ დირექტორი.

 

Businesspartner