ბიზნესი
02/12/2020

სარესტორნე ბიზნესი უფსკრულის პირას არის - ლევან ქოქიაშვილი

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან ქოქიაშვილი ხელისუფლებას სექტორის წარმომადგენლების მოსმენას და მათი აზრის გათვალისწინებას ურჩევს.

ქოქიაშვილი აქვე ამბობს, რომ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში კერძო სექტორს სხვა მოლოდინები შეუქმნეს, შემდეგ კი განსხვავებული რეალობის წინაშე დააყენეს.

„2 წლის განმავლობაში მხოლოდ 11 რესტორანს 12 მილიონი ლარი აქვს შეტანილი ბიუჯეტში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი სექტორი, რომელსაც სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი შემოსავალი მოგვაქვს. როდესაც ჩვენი დახმარების დრო დადგა, მაშინ აღმოვჩნდით სრულიად მარტო. ეს სფერო უფსკრულის პირას არის. ჩვენი თანამშრომლები ძირითადად უხელფასო შვებულებაში წავიდნენ. დარჩნენ უსამსახუროდ პირდაპირ ახალ წელს. ერთხელ და სამუდამოდ, ჰკითხონ აზრი სპეციალისტებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ყველა სფეროში სპეციალისტებს მოუსმინონ. გადარჩენის ზღვარზე ვართ. სულ სხვა მოლოდინები შეგვიქმნეს და უცბად, მეორე დღეს დაგვიკეტეს რესორტნები, ეს არ არის წერტილოვანი შეზღუდვები, ეს არის „ლოქდაუნი““,- აღნიშნა ქოქიაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები