ბიზნესი
02/12/2020

სათამაშოების მაღაზია "პეპი": ლოქდაუნის მიუხედავად მოთხოვნა გაიზარდა

სათამაშოების მაღაზია "პეპის“  პროდუქციაზე ლოქდაუნის მიუხედავად მოთხოვნა გაიზარდა. თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაპაუზდა სამომავლო გეგმები.

„მოთხოვნა ნამდვილად დიდია, რაც სტიმულს გვაძლევს, კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი მომსახურება. ონლაინ ვაჭრობის განვითარებას პანდემიამ ნამდვილად შეუწყო ხელი, თუმცა, მაღაზიები სხვადასხვა პრობლემის წინაშე დადგნენ. ბევრი არ იყო მზად ონლაინ პლატფორმაზე გადასასვლელად. თუ არ ჩავთვლით  მცირე შეფერხებებს და დამატებით ხარჯებს, შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვუმკლავდებით გამოწვევებს. რა თქმა უნდა შეზღუდული რესურსით რთულია ყველა მომხმარებელის დაკმაყოფილება, თუმცა ვცდილობთ.“–აღნიშნავს გულო გარმელია.

„პეპი“ მომხმარებლებს საახალწლოდ სიურპრიზებს და საჩუქრებს შესთავაზებს.

“ბაზარზე სიახლე ყოველთვის საჭიროა. ძალიან გვინდოდა კადრების დამატება, თუმცა,გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოხერხდა პროექტების განხორციელება, ვეცადეთ არსებული თანამშრომლები შეგვენარჩუნებინა. სიტუაცია თუ არ დასტაბილურდა, ეს რა თქმა უნდა არა მხოლოდ ჩვენთვის, ყველა ბიზნესისთვის საზიანო იქნება. დიდი იმედი გვაქვს, მალე ყველაფერი გამოსწორდება და შევძლებთ ჩვენი გეგმების განხორციელებას.“– ამბობს „პეპის“ მენეჯერი გულო გარმელია.

Businesspartner