ბიზნესი
16/09/2021

საწვავის იმპორტი 4%-ით გაიზარდა

საწვავის იმპორტის მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია, თუმცა ძირითადად ბენზინის საწვავის 12.9%-იანი ზრდის ხარჯზე, რაც შეეხება დიზელის საწვავს ის 4.2%-ით არის შემცირებული.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ქვეყანაში 2021 წლის იანვარ-აგვისტოში სულ იმპორტირებულია 743,7 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავი, რაც 27,6 ათასი ტონით ანუ 3.9%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, პანდემიამდელ მაჩვენებელს კი 9,9%-ით აღემატება.

იანვარ-აგვისტოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 381,3 ათასი ტონა (+12,9%), დიზელის საწვავის იმპორტმა - 362,4 ათასი ტონა (-4,2%).

საანგარიშო პერიოდში კატეგორიების მიხედვით, იმპორტირებულია ბენზინის საწვავი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 246,7 ათასი ტონა (64,7%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 127,5 ათასი ტონა (33,4%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 7,1 ათასი ტონა (1,9%);

ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე მსკხვილი იმპორტიორი თურქმენეთია, მასზე მოდის მთლიანი იმპორტის 22.8% (169,7 ათასი ტონა), მეორე პოზიციაზეა რუსეთი - 147,1 ათასი ტონით (19,8%); აზერბაიჯანი - 138,2 ათასი ტონა (18,6%); რუმინეთი - 131 ათასი ტონა (17,6%); ბულგარეთი - 113,1 ათასი ტონა (15,2%); საბერძნეთი - 20,6 ათასი ტონა (2,8%); თურქეთი - 12,7 ათასი ტონა (1,7%); იტალია - 5,6 ათასი ტონა (0,8%), ყაზახეთი - 2,5 ათასი ტონა (0,3%) და სხვ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები