ბიზნესი
25/09/2020

"საზედამხედველო კაპიტალის ზრდის გადავადება სადაზღვევო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა"

„სადაზღვევო კომპანიების საზედამხედველო კაპიტალის ზრდის 2021 წლის ბოლომდე გადავადება აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური და ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა",  - ამის შესახებ "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ნინო კობახიძის განმარტებით, ზედამხედველმა შეაფასა, რომ ლიკვიდურობის პრობლემა არცერთ სადაზღვევო კომპანიას არ უდგას, ასევე გაითვალისწინა რომ მოსალოდნელი კაპიტალის ზრდა დაკავშირებული იყო სავალდებულო ხასიათის პროდუქტების ამოქმედებაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს სამი მილიონი ლარი კომპანიებმა ჩააბრუნონ კომპანიაში და არ გაყინონ საბანკო ანგარიშებზე. მაშინ როდესაც ასეთი არაპროგნოზირებადი სიტუაციაა მომავალთან მიმართებაში და მაშინ როდესაც 4.2 მლნ ლარიც აბსოლუტურად საკმარისია დღევვანდელი სადაზღვევო მოცულობასთან გასამკლავებლად,“ - განმარტა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის საზედამხედველო კაპიტალის ზრდა 2021 წლის ბოლომდე გადავადდა. გადაწყვეტილება დღეს ბიზნესასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები