ბიზნესი
22/09/2022

Scroll-ი მალე ელექტროველოსიპედების გაზიარების სერვისს დაამატებს

Scroll-ი საკუთარ მომსახურებას მალე ელექტროველოსიპედების გაზიარების სერვისსაც დაამატებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა, დანიელ დოინიცინმა განუცხადა, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„მიმდინარეობას მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორებთან, ელექტროველოსიპედების შემოყვანასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე, კარგ შემთხვევაში კი ოქტომბრის ბოლომდე, შევძლებთ უკვე ელექტროველოსიპედების შემოყვანას“, - თქვა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას დანიელ დოინიცინიმ.

„სქროლი“ ევროპული მობილობის კვირეულსაც შეურთდა. კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორის თქმით, Scroll-ის მიზანია მიკრომობილობის დახმარებით, მოაგვაროს ქალაქებში სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემები, შეამციროს ჰაერის დაბინძურება და გაუფრთხილდეს გარემოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები