ბიზნესი
09/06/2020

სესხის პროცენტის დაფინანსებაზე სასტუმროების განაცხადების მიღება დაიწყო

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამაზე „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ განაცხადების მიღებას განახლებული პირობებით იწყებს.

სასტუმროებს განაცხადეის ფორმის შევსება 1 ივლისამდე შეუძლიათ.

პროგრამა იმ სასტუმროებს შეეხება, რომელთაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.

მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1-ლი მარტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას, როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის დასაფარად ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდეგ წარმოშობილი სასესხო ვალდებულებების დასაფარად.

არაუმეტეს 80%-ის ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
არაუმეტეს 70%-ის უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;
თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში დასაფინანსებელი სესხის წილის მაქსიმალური ოდენობა:

5 მლნ ლარს - ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში
1,75 მლნ დოლარს - აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში
1,6 მლნ ევროს - ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში;

კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;
სასტუმრო უნდა მოიცავდეს მინიმუმ 4 ნომერს, ბანკთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია.

პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი ბანკის მიერ 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.

პროგრამაში მონაწილე უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული ინდ. მეწარმე ან იურიდიული პირი.

პროგრამაში მონაწილე უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით.

Businesspartner