ბიზნესი
09/12/2020

“შირაქი“ საწარმოს გადაიარაღებაში $100 000-ს ჩადებს

რძის პროდუქტების საწარმო “შირაქი“ გადაიარაღებას გეგმავს. კომპანია პროექტში 100 00 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიაში განუცხადეს,პროექტის განხორციელების შემდეგ “შირაქი“ წარმადობის გაორმაგებასა და ახალ საექსპორტო ბაზრებზე შესვლას გეგმავს.

კომპანიას 15-მდე დასახელების პროდუქტი ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გააქვს. მათ შორის ამერიკაში, სინგაპურსა და ემირატებში.

 

Businesspartner