ბიზნესი
14/09/2020

"სილქნეტის" მომსახურების ოფისები დისტანციურ რეჟიმზე გადადის

15 სექტემბრიდან „სილქნეტი“ თბილისსა და რეგიონებში მომსახურების ოფისებს დროებით ხურავს, - მიზეზად მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა სახელდება.

კომპანიის ცნობით, მომხმარებლებს სხვადასხვა მომსახურების ონლაინ მიღების საშუალება ექნებათ.

"სილქნეტის" ქოლ ცენტრი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. ამასთან, იმუშავებს ონლაინ დახმარება და ფეისბუქის მესინჯერი. იმოქმედებს მიტანის სერვისიც.

Businesspartner