ბიზნესი
25/09/2020

"სინერჯი კაპიტალი" უძრავი ქონების ბაზარზე ფასების შემცირებას ელის

„სინერჯი კაპიტალი“ უძრავი ქონების ბაზარზე ფასების შემცირებას ელის. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაპუნა ტოლიაშვილმა განაცხადა, „სინერჯი კაპიტალი“ უკვე იწყებს თანხების მობილიზაციას, რათა საჭირო დროს მისთვის საინტერესო აქტივები შედარებით დაბალ ფასად შეიძინოს.

„დღეს უძრავი ქონების ბაზარზე საინტერესო პროცესი მიმდინარეობს. გამყიდველი ბევრია, ფასებს ქვევით არ უწევენ, მაგრამ ტრანზაქციები არ არის. ვფიქრობთ, რომ ეს მდგომარეობა რამდენიმე ხანი კიდევ გაგრძელდება. გამყიდველებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ აქტივებიდან გამომდინარე ღირებულება აღდგება, ან შემოსავლები შენარჩუნდება. სინამდვილეში, მას შემდეგ, რაც დაინახავენ, რომ ხარჯები არ მცირდება, პირიქით, ბანკების შეღავათები მოიხსნება და აქტივიდან გამომდინარე შემოსავლების გენერაციის დატვირთვა გაიზრდება, ველოდებით, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან უძრავი ქონების ბაზარზე ფასები შემცირდება“,- განაცხადა ტოლიაშვილმა.

Businesspartner