ბიზნესი
11/09/2020

"სმარტი" ახალი ფორმატის სუპერმარკეტების ქსელს აფართოებს

„სმარტი“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტების ქსელს აფართოებს. კომპანია თბილისში, ჰეიდარ ალიევის სახელობის მარჯვენა სანაპირო N13-ში მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე ახალ სუპერმარკეტს ხსნის.

ახალ ფორმატის სუპერმარკეტები „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში იხსნება. კომპანიაში ამბობენ, რომ 3 წლის განმავლობაში „ვისოლის“ ქსელს „სმარტის“ 50-მდე სუპერმარკეტი შეემატება.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ უახლოეს პერიოდში თბილისის გარდა, Smart Pay ფორმატის ობიექტებს რუსთავში, ბორჯომში, გურჯაანში გახსნი. Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. Smart Pay ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებზე მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასიც ელის, რაც Smart Pay-ს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. 

„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ფორმატის ცვლილებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო. ფართო ფორმატის „სმარტის“ სუპერმარკეტები, რომელიც „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრებში იყო განთავსებული, იჯარით მსხვილ სავაჭრო კომპანიებს გადასცა და განვითარება საშუალო ფორმატის სუპერმარკეტების ფორმით გადაწყვიტა „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. ცნობისთვის, პირველი „სმარტი“ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2010 წელს გაიხსნა.

დღესდღეობით „სმარტის“ უკვე 18 სუპერმარკეტია წარმოდგენილი ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით მთელი საქართველოს მასშტაბით. „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში ფუნქციონირებს კაფეც.

Businesspartner

მთავარი სიახლეები