ბიზნესი
02/12/2020

სოსო ფხაკაძე: შეზღუდვები საწვავის რეალიზაციაზეც უარყოფითად აისახება

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი ქვეყანაში ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად, საწვავის მოხმარების შემცირებას ელის. სოსო ფხაკაძის განმარტებით, აქტივობის კლება ბუნებრივდ აისახება რეალიზაციის მაჩვენებლებზე.

„შეზღუდვები, ბუნებრივია, შეამცირებს საწვავის რეალიზაციას. რაც შეეხება ფასებს, მისი კორექტირება ხდება, როგორც კი ახალი მარაგები შემოვა, შესაძლოა კიდევ ერთხელ მოგვიწიოს ფასების გაზრდა. თუმცა ბიზნესი ყველანაირად ცდილობს, ეს მატება მინიმალური იყოს. თუნდაც, წმინდა პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, მოქალაქეების მსყვიდველობითი უნარი დაქვეითებულია და ფასის მომატება, რა თქმა უნდა, სულაც არ ნიშნავს რომ საწვავის გაყიდვას შეძლებ და მეტ შემოსავალს მიიღებ,“ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისივე განმარტებით, ქართულ ბაზარზე საწვავის ფასზე გავლენას ორი ფაქტორი ახდენს, მათ შორისაა, ლარის კურსის გაუფასურება და საერთაშორისო ბირჟებზე ფასების მატება.

Businesspartner