ბიზნესი
20/07/2020

"სპილოუს" ქსოვილების ნარჩენებს "ჩიკატაი" სათამაშოების წარმოებაში გამოიყენებს

ტანსაცმლის საბავშვო ბრენდი „სპილოუ“ და სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ჩიკატაი“ თანამშრომლობას იწყებენ.

საწარმოების კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთობლივი პროექტი ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში, "სპილოუს" ქსოვილების ნაშთებს „ჩიკატაი“ სათამაშოების წარმოებაში გამოიყენებს.

როგორც კომპანიები აცხადებენ, პროექტის მიზანი გარემოს დაცვა, არსებული რესურსის მაქსიმალური ათვისება და ნარჩენების მინიმიზაციაა.

Businesspartner