ბიზნესი
01/07/2020

სპორტდარბაზების ბიზნესი დეფოლტის ზღვარზე

სპორტდარბაზების ბიზნესი დეფოლტის ზღვარზეა. სნეპ ფიტნესის მენეჯმენტის განცხადებით, კომპანია ამ დრომდე თანამშრომელთათვის ხელფასის გადახდას ახერხებდა, თუმცა სპორტული ცენტრების გახსნის გადავადების საკითხმა ეს პროცესიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ბიზნესოპერატორის განცხადებით, უკვე გამართული შეხვედრების ფონზე, სექტორი უახლოეს დღეებში ელოდა მუშაობის აღდგენის ნებართვას, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებამ პროცესი კიდევ შეაფერხა.

ცნობისთვის 6 ივლისიდან გარკვეული ეკონომიკური საქმიანობები დასაშვები გახდება. თუმცა ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპზე ფიტნეს-ცენტრებსა და აუზებს შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხო.

Businesspartner