ბიზნესი
02/12/2021

სწრაფი ზრდა - TBC UZ-ს წლის ბოლომდე 1 მლნ მომხმარებელი და 700 თანამშრომელი ეყოლება

თიბისი ბანკის ციფრული ტრანსფორმაციის და ამბიციური გეოგრაფიული გაფართოების სტრატეგიაზე TBC-ის გენერალურმა დირექტორმა ავტორიტეტულ  ფინანსურ გამოცემასთან Global Finance ისაუბრა. ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ თიბისი განუწყვეტლივ გარდაიქმნება და "ხელახლა იგონებს საკუთარ თავს".

"ჩვენ ახლა გვაქვს ძლიერი ციფრული პლატფორმები 95%-ზე მეტი გადმოტვირთვის კოეფიციენტით საცალო და MSME-ებში, 92% უკონტაქტო გადახდებში და 50% საცალო ინტერნეტ მობილურსა და მობილურ ბანკში შეღწევადობისას. 2020 წლის განმავლობაში, მიუხედავად პანდემიის გამოწვევებისა, TBC-მ გააფართოვა ციფრული ოპერაციები საქართველოს ფარგლებს გარეთ და შევიდა უზბეკეთის ბაზარზე.

ჩვენი ციფრული, აქტივების მსუბუქი სტრატეგიის მეშვეობით, TBC UZ ახლა მომხმარებლებს უზბეკეთში ძირითადად ჩვენი ონლაინ პლატფორმის, Space-ის მეშვეობით ემსახურება. Space-ის მოქნილი ციფრული პლატფორმა საშუალებას იძლევა უფრო მალე გაიზარდოს მასშტაბი და მომხმარებლებზე წვდომა. TBC UZ სწრაფად გაიზარდა და წლის ბოლომდე ჩვენ ველით 1 მლნ მომხმარებელსა და 700 თანამშრომელს მივაღწევთ," – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომ ციფრული პლატფორმები გეოგრაფიული გაფართოებისთვის გამოიყენოს და ყოველწლიურად ერთ ახალ ქვეყანაში შევიდეს.

 

Businesspartner