ბიზნესი
08/07/2020

თამარ გაბუნია: წამლების გაძვირება ტრანსპორტირების პროცედურების გართულებას უკავშირდება

„მედიკამენტების ფასები პანდემიამდეც პრობლემატური იყო და დღესაც პრობლემურია,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას განმარტებით, წამლების გაძვირება ძირითადად ტრანსპორტირების პროცედურების გართულებას უკავშირდება.

„მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში გაჩერებული იყო ყველა საჰაერო გზა ჩვენ ძალიან რთული პროცესი გავიარეთ იმისათვის რომ ქვეყანაში ჩამოგვეტანა პირადი დაცვისა და სხვა ყველაზე მიშვნელოვანი საშუალებები. მედიკამენტების ფასების რეგულირებას სჭირდება გლობალური მიდგომა, რაზეც მუშაობა მიდის და საჯარო გახილვებისთვის ეს საკითხი რამდენიმე კვირაში ალბათ დაიძრება,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტი იყო.

„ზოგმა ქვეყანამ შეწყვიტა კიდეც რიგი მედიკამენტების იმპორტი პანდემიის მიზნებიდან გამომდინარე და შეიქმნა გარკვეული დეფიციტი რიგ მედიკამენტებზე. ამდენად ასეთ რყევებს ფასების მიმართულებითაც პანდემია ნამდვილად იწვევს. ძალიან რთული პროცესია. თუმცა ყველა მედიკამენტის მასიური გაძვირება ნამდვილად არ მომხდარა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Businesspartner