ბიზნესი
01/07/2021

TBC Capital: ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები II კვარტალში პრე-კრიზისულ დონეს მიუახლოვდა

ბათუმში რეალიზაციის დინამიკა უმჯობესდება.

TBC Capital-ის მონაცემებით, ბაზრის აღდგენა 2021 წლის დასაწყისიდან დაიწყო და მეორე კვარტალში პრე-კრიზისულ დონეს მიუახლოვდა. საინვესტიციო  კომპანიაში იმედოვნებემ, რომ ტურიზმის აღდგენა გაუმჯობესების ტემპს დააჩქარებს.

რაც შეეხება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე კლებას, TBC Capital-ში ტურიზმზე დამოკიდებულებით და არარეზიდენტების მოთხოვნის მაღალი წილით ხსნიან, თუმცა ელიან, რომ ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები  პანდემიამდელ დონეს 2021 წელს გაუტოლდება.

ბინის გასაყიდი ფასი დოლარში 2021 წელს 2019 წლის ნიშნულს მხოლოდ 3%-ით ჩამორჩება. 2022 წელს კი 2%-ით მოიმატებს.

 

Businesspartner