ბიზნესი
24/06/2022

TBC Capital: იპოთეკური სესხებისა და უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდა შენელებულია

ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ დაიკლო, ამასთან თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა შენელდა.

TBC Capital-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 1-21 ივნისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ დაიკლო და -14% შეადგინა 2021 წელთან შედარებით.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, 1-17 ივნისის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა შენელდა და +12%-ს უტოლდება წინა წელთან შედარებით.

Businesspartner