ბიზნესი
13/05/2022

TBC Capital: თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები 96%-ით გაიზარდა

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

კონკრეტულად კი, TBC Capital-ის განახლებული მონაცემებით, 1-5 მაისის პერიოდში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში 96%-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით.

რაც შეეხება ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებს, 1-9 მაისის პერიოდში ამ მიმართულებით სტაბილური ზრდაა, თუმცა 2021 წელთან შედარებით შემცირებულია.

 

 

Businesspartner