ბიზნესი
27/05/2022

TBC Capital: თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციები 74%-ით გაიზარდა

ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შენელდა, ხოლო თბილისის საცხოვრებელი უძრავი
ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ მოიმატა. 

კერძოდ, TBC Capital-ის მონაცემებით, 2022 წლის 1-24 მაისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შენელდა და 2021 წელთან შედარებით 21%-ს უტოლდება.

ხოლო, 1-19 მაისის პერიოდში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში 74%-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით. 

Businesspartner