ბიზნესი
30/07/2020

თედ ჯონასი: კონსორციუმი დღესაც მზადაა განაგრძოს ანაკლიის პორტის მშენებლობა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, თედ ჯონასის განცხადებით, ADC დღესაც მზადაა განაგრძოს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. თუმცა, მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ამ მოლაპარაკებებზე თანხმა არაა.

„იძულებულები ვართ, წავიდეთ არბიტრაჟში. ჩვენ დღესაც მზად ვართ, განვახორციელოთ ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტი და ჩვენი ძირითადი მიზანია ჩვენი სამართლებრივი უფლებების დაცვა. ანაკლია ეს არის არა მხოლოდ ანაკლიის კონსორციუმის ინტერესებში, არამედ ქვეყნისთვის, ასევე სამუშაო ადგილების შექმნისთვის აუცილებელი. რასაკვირველია, ამ პროექტის პოტენციური ჩაფლავება მთავრობის ქმედებებს შედეგია, თუმცა, ჩვენ მაინც მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა, თუმცა მთავრობა ამისთვის მზად არ არის ასეთი მოლაპარაკების წარმოებაზე არ თანხმდება და ამიტომაც მივმართავთ არბიტრაჟს“,- აღნიშნა ჯონასმა. 

 

Businesspartner