ბიზნესი
31/07/2020

"ტეხური კასკადი“ ახალი პროექტით და ახალ ლოკაციაზე აშენდება

„ტეხურის კასკადის“ მშენებლობასთან დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ პროექტს ისრაელური კომპანია „რაზგალ ენერჯი“ ახორცილებს, მისი განხორციელება ორი წელია შეჩერებულია.

„ტეხური ენერჯის“ გენერალური დირექტორი მოგელი ტყებუჩავა განმარტავს, რომ პროექტი დაგეგმილ ადგილზე (სოფელ ლებარდესთან ახლოს) აღარ განხორციელდება. ახალი ლოკაცია კი სოფელ ერჯიასთან იქნება. გარდა ამისა, შეიცვალა პროექტიც და 5  ჰესის ნაცვლად ტეხურზე 2 ჰესი აშენდება. ამის მიზეზი კი ახალი ტერიტორიის გეოლოგიურმა  კვლევებმა განაპირობა.

ტყებუჩავა აცხადებს, რომ ამჟამად კომპანია მთავრობასთან მემორდანდუმის გაფორმებას ელოდება, რომლის შემდეგაც კომპანიამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნა უნდა მიიღოს.  

„პროექტის შეთანხმებას, სავარაუდოდ,  ერთი თვე დასჭირდება. შერჩეულია მშენებელი 3 საერთაშორისო კომპანია, აქედან ერთი შეირჩევა. ქვეკონკტრაქტორი კი ქართული კომპანია იქნება“, - აცხადებს ტყებუჩავა.

მისი ინფორმაციით, ტეხურის კასკადის მიერ გამომუშავებულ 1კვტ ელექტროენერგიას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) 6 ცენტად იყიდის.

მისივე თქმით, ისრაელის კომპანია ტეხურის კასკადის მშენებლობაზე დაახლოებით 180  მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. პროექტი მდინარე ტეხურაზე 2 მცირე ჰესის მშენებლობას გულისხმობს, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამში 114 მეგავატი იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები