ბიზნესი
10/08/2020

"თელავის ღვინის მარანს“ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია გაუნახევრდა

„თელავის ღვინის მარანს“ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია გაუნახევრდა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა განუცხადა. ბიზნესმენის ინფორმაციით, მიზეზი ტურისტული ნაკადის შემცირებაა.

როგორც რამაზაშვილი აღნიშნავს,პანდემიის პირობებში არსებული საექსპორტო ბაზრები არ შეზღუდულა. ცვლილება იყო პირველ კვარტალში, თუმცა, ბაზრები ახლა უკვე უბრუნდებიან თავის ძველ ნიშნულებს. შესაბამისად, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“ ვარაუდობს, რომ შესაძლოა წლის ბოლოსთვის კომპანიის მთლიანი გაყიდვები მასიმუმ 7-8%-ით შემცირდეს.

„თელავის ღვინის მარანი“ 50 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რომელიც ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი და ყველა საფასო სეგმენტს მოიცავს, ესაა: სუფრის ღვინოები, რეგიონული ღვინოები, ადგილწარმოშობის, ერთი ვენახის და ქვევრის, ანუ სატრაპეზო ღვინო, რომელიც ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია.კომპანია ექსპორტს ჯამში 30-მდე ქვეყანაში ახორციელებს.

Businesspartner