ბიზნესი
08/08/2020

თემურ ჭყონია: McDonald's-ის ერთ რესტორანს ბიუჯეტში დაახლოებით 1 მლნ შეაქვს

პანდემიის მიუხედავად, McDonald's-ის წარმომადგენლობა საქართველოში რესტორნების ქსელს აფართოებს.

კომპანიამ თბილისში 2 ახალი, ულტრათანამედროვე რესტორანი გახსნა, აქედან ერთი კახეთის გზატკეცილზე, მეორე კი აღმაშენებლის ხეივანზე. ფილიალებში წარმოდგენილია მაკკაფეს კუთხე, რომელიც პრემიუმ ყავასა და დესერტებს სთავაზობს მომხმარებელს.

„პანდემიის პერიოდში McDonald's-ი იყო ერთადერთი ქსელი, რომელმაც HoReCa-ს სექტორში ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა შეიტანა. ახალი რესტორნის გახსნა საქართველოსთვის დამატებით 2 მილიონს ნიშნავს, რადგან საშუალოდ ერთ რესტორანს ბიუჯეტში 1 მლნ ლარი შეაქვს,“ – ამბობს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენმა „ბისნესპარტნიორთან“ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე გაიხსნება მაკდონალდსის ფუნთუშების ქარხანაც, სადაც გამომცხვარი ფუნთუშებით არა მარტო საქართველოში მოქმედი McDonald’s-ის რესტორნები, არამედ აზერბაიჯანი და შუა აზიაც მომარაგდება.

 

Businesspartner