ბიზნესი
09/01/2021

თემურ ჭყონია: სტრატეგიული ობიექტები სწორად შედგენილი ხელშეკრულებით უნდა გასხვისდეს

ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ არასწორ საპრივატიზაციო პოლიტიკაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ბიუროკრატიული აპარატი უნდა შემცირდეს.

„ხანდახან ვუსმენ ზოგიერთი პოლიტიკოსის გამოსვლას, როდესაც ბჭობენ სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ქვეყანა რა მოგებას მიიღებს, თუმცა არავინ ფიქრობს იმაზე სახელმწიფო ქონება ისე გაყიდონ, რომ ის მომავალში, გრძელვადიანად იყოს მომგებიანი. უნდათ და ცდილობენ როგორ გაყიდონ ძვირად  იმისთვის, რომ ბიუჯეტი შეავსონ. ასეთი ერთჯერადი შემოსავალი არ იქნება დაფუძნებული მრავალწლიან შემოსავლებსა და სტაბილურობაზე, ესეც დაიხარჯება სუბსიდირებაზე, მაგალითად, ვაშლის, არასტანდარტული მანდარინის, თუ სხვა სისულელეებზე და ისევ ღარიბები ვიქნებით,“ - აცხადებს ჭყონია.

მისი შეფასებით, პრივატიზაცია არ ნიშნავს შემოსავლი მიღებას, პრივატიზაცია ნიშნავს წამგებიანი ორგანიზაციის მომგებიანად ქცევას. “ჩვენი პრობლემა ნდობაშიცაა. ბევრი პრობლემა აქვს სახელმწიფოს და ამიტომ არის აუცილებელი კოალიციური აზროვნება,“ - აცხადებს ჭყონია.

კითხვაზე, უნდა გასხვისდეს თუ არა სტრატეგიული ობიექტები, ჭყონია აცხადებს, რომ უნდა გასხვისხდეს, თუმცა სწორად შედგენილი ხელშეკრულებით.

„იმ პირობით უნდა იყოს დატვირთული, რომ სახელმწიფომ არ დაკარგოს თავისი სტრატეგიული გავლენა ამ ობიექტზე. ეს ხელშეკრულებით უნდა იყოს გამყარებული,“ - აცხადებს ჭყონია.  

 

Businesspartner