ბიზნესი
20/03/2020

თიბისი ლიზინგი ₾70 მლნ-ის ობლიგაციების განათავსებს

თიბისი ლიზინგი 70 მილიონი ლარის ობლიგაციების განათავსებს. სალიზინგო კომპანიის ფასიან ქაღალდებს Fitch Ratings -მა რეიტინგი „BB-“ დონით განუსაზღვრა. ამ განთავსებით უნდა მოხდეს ადგილობრივი ბანკებიდან მოზიდული ლარის დაფინანსების რეფინანსირება.

„თიბისი ლიზინგი“ ბაზრის ლიდერია. კომპანიის ჯამური პორტფელი 2019 წელის მონაცემებით, 240 მილიონი ლარია. წლიურ ჭრილში ზრდა 30% იყო.

გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ თავად „თიბისი ლიზინგს“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ დონეზე იანვარში მიანიჭა.

Businesspartner