ბიზნესი
17/03/2020

თიბისი წელს ტურიზმის შემოსავლების 25%-იან ვარდნას ელის

თიბისი კაპიტალი წელს ტურიზმის შემოსავლების 25%-იან ვარდნას ელის.

ტურისტული შემოდინების კლება აპრილ-მაისში მიაღწევს მაქსიმუმს. საბაზო სცენარის მიხედვით, ვითარების ეტაპობრივი ნორმალიზება მეორე კვარტლის ბოლოდან დაიწყება, წლის ბოლოსთვის კი ზრდა განახლდება.

თიბისი კაპიტალმა ეკონომიკურ გარემოზე COVID-19-ის გავლენები შეაფასა და რეპორტი გამოაქვეყნა. ანალიტიკური დოკუმენტის წარდგენა თიბისის პარტნიორებისთვის ციფრული პლატფორმის მეშვეობით, ონლაინ კონფერენციაზე განხორციელდა, რომელშიც სხვადასხვა ბიზნესის 250-მდე წარმომადგენელი ჩაერთო.

დოკუმენტის თანახმად, ამ ეტაპზე, COVID-19-ის გავრცელება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხო, თუმცა განსაკუთრებით ტურიზმის, სარესტორნე, ავიაციის, ხანგრძლივი მოხმარების საქონლისა და უძრავი ქონების სექტორებზე აისახება.

Businesspartner