ბიზნესი
21/10/2022

ტყლაპის მწარმოებელი "ტილისკვერი" წარმოების გაორმაგებას გეგმავს

კომპანია „ტილისკვერი“  2023 წლიდან წარმოების გაფართოებას გეგმავს.

როგორც საოჯახო ბიზნესი „ტილისკვერის“ დამფუძნებელი თამარ ქაჯაია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ასორტიმენტი სეზონის მიხედვით იცვლება. ამჟამად კომპანია 8 სახეობის ტყლაპს აწარმოებს. ესენია: ვაშლის, კომშის, ჟოლოს, მოცვის,ლეღვის,მარწყვის, ფეიხოას, ყურძნის.

ქაჯაიას ინფორმაციით, კომპანია სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  გამარჯვებულია, შესაბამისად, „ტილისკვერი“ 30 000 ლარით დაფინანსდა.

აღნიშნული თანა კი სწორედ წარმოების გაორმაგებას მოხმარდება. როგორც ქაჯია აცხადებს, იგეგმება დამატებით, ახალი მანქანა-დანადგარების შესყიდვა. სამომავლოდ იგეგმება ტყლაპების წარმოების დაწყებაც.

რაც შეეხება ნედლეულს, „ტილისკვერის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ შესყიდვას რეგიონებში ახორციელებს. კომპანია 24 საათში 20 ცალ ტყლაპს აწარმოებს. 1 კგ-ის ფასი  25-50 ლარის ფარგლებშია.

კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ონლაინ გაყიდვებზე მოდის. „ტილისკვერი“ პოპულარობით სარგებლობს ქართველ ემიგრანტებშიც. მათ შორის, გერმანია, ესპანეთი, აფრიკა და ა.შ.

ქაჯაიას განცხადებით, მას შემდეგ რაც ეპიდემილოგიური მდგომარეობა სტაბილური გახდება, კომპანია საკუთარი, ბრენდული მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.

კომპანია „ტილისკვერი“ პანდემიის პერიოდში შეიქმნა. რაც შეეხება სახელს, თამარ ქაჯაიას განცხადებით, ის მეგრულად ტყლაპს ნიშნავს.

 

Businesspartner