ბიზნესი
23/06/2022

"წამლების სიძვირე დისტრიბუტორების მოგების მაღალი მარჟით არ იყო განპირობებული"

თურქული მედიკამენტების შემოტანის შედეგად, მხოლოდ კომპანია „გეფას“  (ჯიპისი და ფარმადეპო) შემთხვევაში მოსახლეობამ 3 თვეში 12 -13 მლნ ლარი დაზოგა. როგორც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, ბაზარზე დაბალი ფასების მიღწევა ბიზნესისა და სახელმწიფოს პარტნიორობით გახდა შესაძლებელი.

"დაახლოებით 60 000-მა ადამიანმა ისარგებლა ჩვენთან, ეს ძალიან დიდი შეღავათია,“-აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორი ხსნის, თუ რატომ იყო თურქეთის ბაზრის გახსნამდე კონკრეტულ მედიკამენტებზე ძვირი ფასები და აცხადებს, რომ მაღალი მარჟა  დისტრიბუტორის მაღალი მარჟიდან არ გამომდინარეობდა.

„ეს განპირობებული იყო ჩვენი როგორც პატარა ქვეყნის გამოწვევიდან. თურქეთს, როგორც დიდ ქვეყანას აქვს  საერთაშორისო მწარმოებლებისგან უკეთესი პირობები, ვიდრე საქართველოს. ჩვენ შევძელით ამ პირობებით დავიწყოთ მედიკამენტების შემოტანა,“-აცხადებს გამყრელიძე.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფასნამატი გენერიკულ მედიკამენტებზე,რიგ შემთხვევებში, აღწევდა 200%-ს, ხოლო მედიკამენტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებებით 20-30%-ის ფარგლებში იყო.

შეგახსენებთ, ”საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ევექსის, სადაზღვევო კომპანია იმედი L-ისა და  კომპანია „გეფას“ ფარმაცევტული ქსელების  (ჯიპისი და ფარმადეპო) მფლობელია თურქეთის ბაზარი კი  მედიკამენტების იმპორტისთვის  2022 წლის იანვარში გაიხსნა.

 

 

Businesspartner