ბიზნესი
13/09/2021

წავკისი, ტაბახმელა, თხინვალა - სად იზრდება საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე მოთხოვნა

ბოლო წლებში, თბილისში და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე მოთხოვნა მზარდი იყო.

პანდემიის მიუხედავად, Colliers Georgia-ს კვლევის თანახმად, 2021 წლის პირველ ნახევარში თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე 822 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 56%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

როგორც Colliers-ი აღნიშნავს, ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ  ლიდერობენ წავკისი, ტაბახმელა და თხინვალა. ამ დასახლებებში 2021 წელს დარეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა თითოეულში დაახლოებით 100 ერთეულს შეადგენს.

კვლევაში მითითებულია, რომ წყნეთში მოთხოვნამ 4.2%-ით დაიკლო, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ვაკანტური მიწის ნაკვეთების სიმცირით და ამასთანავე მაღალი საფასო განაკვეთით.

 

Businesspartner