ბიზნესი
02/12/2020

წისქვილკომბინატები ფქვილის სუბსიდირების ტენდერის გამოცხადების მოლოდინში არიან

წისქვილკომბინატები ფქვილის სუბსიდირების ტენდერის გამოცხადების მოლოდინში არიან. კომპანიები ვარაუდობენ, რომ ტენდერი კვირის ბოლოსთვის გამოცხადდება. მთავრობა ამ ეტაპზე პროექტის დეტალებს განიხილავს.

მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, არესებული პროექტით, ტომარა ფქვილი 53 ლარად საშუალოდ 50-60 მწარმოებელს მიეწოდება, რისთვისაც ყოველთვიურად საშუალოდ 2.5 მლნ ლარი დაიხარჯება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ პურის ფასის ზრდის პრევენციისთვის უწყება სუბსიდირებას მარტამდე გააგრძელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ტენდერში ის წისქვილკომბინატი გაიმარჯვებს, ვინც უფრო დაბალ ფასს შესთავაზებს. პირველი რიგის გამარჯვებული თვეში 10 000 ტონა ფქვილის მიწოდებას შეძლებს პურის ქარხნებისთვის.

Businesspartner