ბიზნესი
30/03/2021

წყნეთის ე.წ. სამთავრობო აგარაკები აუქციონზე კიდევ გადის

წყნეთის ე.წ. სამთავრობო აგარაკები აუქციონზე კიდევ გადის. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს აგარაკები აუქციონზე განახლებული ფორმით გავა. 

“წყნეთის ე.წ. სამთავრობო აგარაკები აუქციონზე ჩვენ ადრეც რამდენჯერმე გავიტანეთ. მაგრამ, შევისწავლეთ ბაზარი და დღეს განახლებული ფორმით გთავაზობთ. ეს ქნება ცალ-ცალკე აღებული ობიექტები, უფრო ფრაგმენტირებული“,- აღნიშნა ნათია თურნავამ. 

გარდა ამისა, აუქციონზე გადის საგურამოს, კიკეთის, მუხათწყაროს სააგარაკე ნაკვეთები. 

 

Businesspartner