ბიზნესი
14/05/2021

თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელ ATC-ის გაყიდვები 35%-ით შეუმცირდა

კორონავირუსის პანდემიამ თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ATC-ის გაყიდვების მაჩვენებელი 35%-ით შეამცირა. კომპანია, რომელიც თვითმფრინავის ნაწილებს ბოინგისთვის ქმნის, რეალიზაციის ზრდას არც 2021 წელს გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის ფინანსური დირექტორი, მიშა ბეგიაშვილი აცხადებს, 2020 წელს ATC-მ ექსპორტზე დაახლოებით 35 მლნ ლარის პროდუქცია გაიტანა.

„2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა. არსებულმა მდგომარეობამ განსაკუთრებით მძიმედ დაარტყა საავიაციო ბიზნესს. შესაბამისად, ის ზრდა, რაც დაგეგმილი გვქონდა, ვერ შევასრულეთ. დაგეგმილთან შედარებით 2020 წელს 35%-იანი კლება იყო. 2021-2022 წლები ჩვენთვის საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან ამ სფეროში ზრდა და ახალი შეკვეთების მიღება ასე სწრაფად არ ხდება. 2021 წელს დაახლოებით იგივე მოცულობის გაყიდვები გვექნება, რაც 2020-ში გვქონდა. ეს რიცხვი დაახლოებით 35 მლნ ლარია. ზრდა დაგეგმილი არ არის. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ 2023 წლიდან საკმაოდ დიდი ზრდა იქნება ამ მიმართულებით და ავიამშენებლობა კიდევ უფრო განვითარდება“,- განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, მიშა ბეგიაშვილმა.

Businesspartner