ბიზნესი
24/09/2020

"უნივერს ბიზნეს ჯგუფი" სამშენებლო რკინის კონსტრუქციებს ექსპორტზე გაიტანს

ქართული სამშენებლო რკინის კონსტრუქციები ექსპორტზე გავა.

„უნივერს ბიზნეს ჯგუფი“ საწარმოს გახსნიდან ორი თვის თავზე პროდუქციას სომხეთში გაგზავნის.

კომპანია ძირითადად სამშენებლო უსაფრთხოების აქსესუარებს, ყალიბებს, კონტეინერებსა და სხვა ინდუსტრიული ტიპის ნაწარმს უშვებს.

საწარმოს მოწყობისთვის განხორციელებული ინვესტიცია 100 000 ლარია, კომპანიაში ამ დროისთვის კი 20-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანიის დამფუძნებლების განმარტებით, საწარმო სატესტო რეჟიმში მუშაობას უახლოეს პერიოდში დაასრულებს.

Businesspartner