ბიზნესი
11/01/2021

"უსაფრთხო გახსნისთვის 1 თებერვლიდან უნდა მოვემზადოთ" - შეზღუდვები გახანგრძლივდა

ეკონომიკის გახსნა გადაიდო, წერტილოვანი შეზღუდვები, როგორც ამას მთავრობა უწოდებს, 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა. 

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო.

ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებასთან დაკავშირებით გარკვეული სტაბილიზაცია არსებობს.

"ეს დიდი მონაპოვარია. თუმცა, ინფიცირების რიცხვი მაინც მაღალია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მან მაგალითად ევროპა მოიყვანა და აღნიშნა, რომ მესამე ტალღის გარკვეული ნიშნებია და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა კიდევ უფრო ამკაცრებს ზომებს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, 1-ელ თებერვლამდე შევინარჩუნოთ არსებული რეჟიმი და ამ დრომდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ ბიზნესთან კომუნიკაციისთვის და მოვემზადოთ 1-ელი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის,“ - აღნიშნა მინისტრმა.

 

Businesspartner