ბიზნესი
27/10/2020

"ვ მ ინდასთრი“ ანაკლიაში სასტუმროს ააშენებს

კომპანია „ვ მ ინდასთრი“ ანაკლიაში სასტუმროს ააშენებს.

კომპანიამ საჯარო აუქციონზე ანაკლიაში მდებარე 4946 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) და N2 (დანგრეული) შენობა-ნაგებობები შეიძინა.

კომპანიამ 48 თვის ვადაში, სასტუმრო კომპლექსი უნდა ააშენოს, რისთვისაც არანაკლებ, 5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს (დღგ-ს გარეშე).

კომპანია „ვ მ ინდასთრის“ მფლობელები არიან  ვლადიმერ ფანგანი (50%) და ლინა მა (50%).

Businesspartner

მთავარი სიახლეები