ბიზნესი
11/06/2021

ვაკე პლაზა: ჩვენი სივრცის 50% დატვირთულია და პანდემიის პირობებში ეს ნორმალურია

მრავალფუნქციური სივრცე „ვაკე პლაზას“ პროექტის ხელმძღვანელი რუსუდან ჩერგოლეიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დღევანდელი მონაცემებით, „ვაკე პლაზას“ 50% დატვირთულია, თუმცა, პანდემიის პიროებებში ეს მაჩვენებელი ნორმალურია.

„მოთხოვნა არის იმაზე მეტი, ვიდრე გვეგონა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა დისტანციური სამსახური აქტუალურია და კომპანიები ახალ ოფისებში გადასვილისგან თავს იკავებენ, ეს მაჩვენებელი ახლა მისაღებია,“ - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

კითხვაზე, ხომ არ მოუწია კომპანიას საფასო პოლიტიკის გადახედვა, ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ამ პირობებში, როდესაც ობიექტი ნაწილობრივ დატვირთულია და კრიტიკული მომენტი გადალახულია, ფასის დაწევის აუცილებლობა არ დგას.

„რაც შეეხება მოლოდინებს, ამ ეტაპზე ამის განსნაზღვრა ცოტა რთულია, გასათვალისწინებელია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და არა პანდემიით გამოწვეული კრიზისი. თუ ცოტა უკეთესად ამუშავდება, რა თქმა უნდა მოლოდინიც უკეთესი იქნება,“ - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

ბიზნეს ცენტრი "ვაკე პლაზა“ 2021 წლის მარტში გაიხსნა. პროექტში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ცენტრი 11-სართულიანია და მისი ფართი ჯამში 22 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სპეციალურად ავტოფარეხისთვის მიწისქვეშ  გამოყოფილია 4 სართული, ჯამში 11 000 კვადრატული მეტრი. 

 

Businesspartner