ბიზნესი
08/09/2021

ვაკის ხორცპროდუქტები: თანამშრომლების 35% ვაქცინირებულია

“ვაკის ხორცპროდუქტების“ თანამშრომლების 35% სრულად ვაქცინირებულია. როგორც კომპანიის  კომპანიის გენარალურმა დირექტორმა ლევან ჩხაიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი თითქმის ყოველდღე მიმდინარეობს, შესაბამისად, აცრილი თანამშრომლების რიცხვი მზარდია.

„წარმოებაში გვყვავს ექიმი, რომელიც დეტალურად უხსნის თანამშრომლებს ვაქცინაციის მნიშვნელობას, შესაბამისად, რაიმე დამატებითი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება არ დაგვჭირვებია,“ - აცხადებს ჩხაიძე.

როგორც ჩხაიძე აცხადებს, კომპანიის მიმდინარე გაყიდვები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის თითქმის იდენტურია. დღეს კომპანია 75-მდე სახეობის ხორცპროდუქტებს აწარმოებს.

მისი განცხადებით, კომპანიამ წარმოება 2019  წელს, გლდანში მდებარე ახალ ქარხანაში გააგრძელა.

მანამდე კი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ „ვაკის ხორცპროდუქტების“ ქარხანა მთლიანად გაანადგურა. დაიტბორა საწარმოს მთლიანი ტერიტორია, გაფუჭდა პროდუქციაც. ზარალის სავარაუდო ოდენობამ რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.

„ვაკის ხორცპროდუქტებმა" წარმოება სტიქიიდან დაახლოებით ერთ თვეში განაახლა. კომპანია პროდუქტს შეზღუდული რაოდენობით, ლილოში, „იოლის ქარხანაში" აწარმოებდა.

 

 

Businesspartner