ბიზნესი
18/08/2021

ვაკის პარკში შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის 11 მლნ-იან ტენდერს ერთადერთი პრეტენდენტი ჰყავს

ვაკის პარკში შადრევნებისა და კასკადის ₾10.925 მლნ-იანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებით ერთდაერთი კომპანია დაინტერესდა.

"სმარტ სოლუშენსი" მზად არის სამუშაოები 10.749 მლნ ლარად შეასრულოს, თუმცა იმის გამო რომ სატენდერო განაცხადში ხარჯთაღრიცხვაში მითითებული თანხა არ შეესაბამება ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ ფასს (10.925 მლნ ლარი), სატენდერო კომისიამ კომპანიას ხარვეზის გამოსასწორებლად 3-დღიანი ვადა მისცა და იქვე დასძინა, რომ "სმარტ სოლუშენსი" დაბალფასიანი პრეტენდეტია.

კომპანიას ასევე მოუწევს სხვა დოკუმენტების წარდგენაც. 

"სმარტ სოლუშენი" ბაზარზე 2015 წლიდან არის წარმოდგენილი. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ლევან გოგსაძეა, რომელიც "ჯი-თი გრუპის" ყოფილი დირექტორია.

ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი თბილისის მერიამ 23 ივლისს გამოაცხადა. წინადადების მიღების ვადა კი 13 აგვისტოს დასრულდა. 

პროექტი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა 3 წელზე იქნება გადანაწილებული: 2021 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან ამ მიზნით 2,84 მლნ დაიხარჯება, 2022 წელი - 7,84 მლნ ლარი; 2023 წელი - 248 833 ლარი.

განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ პროექტი ორი საკითხის მოგვარებას ითვალისიწნებს: სხვადასხვა სეზონზე წყლის სიმცირის პერიოდებში კუს ტბის წყალსატევის წყლის გარკვეული მარაგით შევსება; ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნებისათვის წყლის მიწოდებისა და ხელმეორედ გამოყენების უზრუნველყოფას.

დასმული ამოცანების გადასაწყვეტად წყალმომარაგების წყაროდ გამოიყენება მდ.ვერეს წყლის ფილტრატი. წყლის მისაღებად ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდ.ვერეს მარჯვენა სანაპიროზე მოეწყობა დრენაჟი, საიდანაც მიღებული (17 ლ/წმ) წყალი მიეწოდება ერთი 300 მმ-ანი წყალდენით, თვითდენით , არსებული კედლის ქვეშ გავლით, შემკრებ ჭას , რომლის სიღრმე 6 მ-ია, სიგანე 2 მ. ამ ჭიდან სატუმბი აგრეგატების მეშვეობით (1 მუშა და 1 სათადარიგო) წყალი მიეწოდება მ მანძილზე გამწმენდ სადგურს. მმ-იანი წყალდენი დაპროექტებულია კუს ტბასთან მიმავალ გრუნტის გზაზე. გამწმენდი სადგურიდან წყალი გადაედინება 1500 კუბ.მ მოცულობის რეზერვუარში, რომლიდანაც წყალი ეშვება კასკადის ზედა რეზერვუარში (50 კუბ.მ)
შესავსებად და სხვა.

 

Businesspartner