ბიზნესი
06/03/2021

ვალერი გელაშვილის კომპანია სურამში დასასვენებელ კომპლექსს ააშენებს

ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის კომპანია "ივერია" სურამში დასასვენებელ კომპლექსს ააშენებს.

როგორც  დასასვენებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საპროექტო ტერიტორიაზე იგეგმება დასასვენებელი კომპლექსის კოტეჯების, 60 ნომრიანი სასტუმროს ტიპის პანსიონატის და მისი დამხამრე ნაგებობების მშენებლობა.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩაზე.დასაგეგმარებელი ტერიტორიის საერთო ფართობი: 8748 კვ.მ-ს შეადგენს.  ნაკვეთის ფართობი: 22305 კვ.მ-ი.

როგორც კომპანია „ივერიაში“  “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებენ, უახლოეს 6 თვეში დასრულდება სრული საპროექტო სამუშაოები, მშენებლობა კი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება.

„ტერიტორიაზე დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები, შემოღობილია, უვლიან ხე-ნარგავებს, მიდის მუშაობა საკომუნიკაციო სისტემების მიმართულებითაც. კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით 2 წელში დასრულდება,“ - აცხადებენ „ივერიაში“.

მათივე ინფორმაციით, კომპლექსში არსებული სასტიმრო იქნება სანატორიუმის ტიპის, გათვალისწინებულია სამედიცინო კუთხითაც.

რაც შეეხება ინვესტიციას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, კალკულაცია პროექტირების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე კომპანია „ივერიაა“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით,  ვალერი გელაშვილია.

Businesspartner