ბიზნესი
11/06/2021

ვიმედოვნებთ უკეთეს პერიოდში დავუბრუნდებით მომხმარებლებს - პიცერია "პრეგო" დაიხურა

პიცერია Prego Reale 21 წლის შემდეგ ფუნქციონირებას წყვეტს.

პიცერიის ხელმძღვანელი ეკა წერეთელი „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამ გადაწვეტილების მთავარი მიზეზი მსოფლიოში შექმნილი რთული მდგომარეობა და პანდემიაა.

„გადავწვიტეთ ამ ეტაპზე გავიდეთ სტუმარ–მასპინძლობის სექტორიდან, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დიდი ოჯახი ამ ტრადიციას გააგრძელებს და უკეთეს პერიოდში უფრო გაბრწყინებულად დავბრუნდებით, ახლო მომავალში არაფერს ვგეგმავთ.

გვქონდა ძალიან დიდი პოასუხისმგებლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 16–20 წელია ჩვენთან მუშაობენ, ამიტომ გავაგრძელეთ მუშაობა და ლოკდაუნის შემდეგ გადავედით დელივერ მომსახურებაზე, თუმცა იმდენად დიდი პროცენტი მიაქვს, რომ ასეთ მძიმე ბიზნესის კანონებში ვერანაირად, ფინანსურად საწარმო ვეღარ იქნება წარმატებული. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული რეგუილაციები ადექვატურია. ვიცავდით ყველა წესს და პირველ რიგში ჩვენ ვიყავით ჩვენი თავის კონტროლი. "– აღნიშნავს, ეკა წერეთელი. 

"პრეგო რეალე" ერთ–ერთი პირველი პიცერიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 2000 წლიდან ნამდვილ იტალიურ გემოსა და ტრადიციებს აცნობდა. 

"ყოველთვის დიდი სიყვარულით ვაკეთებდით ჩვენს საქმეს, რადგან იტალიური პიცერია განსხვავებული სამყაროა, როდესაც სტუმარი მოდის არ უნდა დახვდეს მხოლოდ მენჯერი ოფიციალურად, არამედ მეპატრონე და უმასპინძლოს ისე, როგორც სახლში. ვფიქრობ 21 წლის განმავლობაში ამას გრძნობდნენ ჩვენთან მოსული ადამიანები."– აცხადებს პიცერიის ხელმძღვანელი. 

Businesspartner