ბიზნესი
22/09/2020

ვინ შეძლებს მიკროგრანტის მოპოვებას - განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან იწყება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 5 ოქტომბრიდან დაიწყება.

მსურველები განაცხადების წარდგენას 18 ოქტომბრამდე შეძლებენ.

პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდეა გაზრდილი და გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარით განისაზღვრა.

განახლებული პროგრამის მიხედვით, პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა 20%-ის ნაცვლად 10%-ია, მაღალმთიან რეგიონებში კი, 5%.

პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისიც დაემატა.

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. 

Businesspartner