ბიზნესი
05/11/2020

Wehost-ს შემოსავლები 65%-ით შეუმცირდა

Wehost-ს, ბინების გაქირავებაზე მოთხოვნის კლების გამო, შემოსავლები 65%-ით შეუმცირდა.

კომპანიის საოპერაციო დირექტორის განმარტებით, კომპანიის შემოსავლების 95% უცხო ქვეყნიდან შემოსულ ტურისტებზე იყო დამოკიდებული. შიდა ტურიზმის ხარჯზე კი, ამ დანაკლისის კომპენსირება შეუძლებელია.

„ჩვენი შემოსავლების 95%-ს უცხო ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორებისგან ვირებდით და ამ კუთხით უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. შიდა ტურიზმის ხარჯზე გამოცოცხლება ასე თუ ისე იგრძნობოდა აგვისტოში, დატვირთულობა ბათუმში მაგალითად 90% იყო, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სექტემბრიდან მოყოლებული არაერთი ჯავშანი გაგვიუქმდა,“ - განმარტავს კოტე ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ბინების დღიურად გაქირავების ფასიც მნიშვნელოვნად არის შემცირებული. სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასების კლებაზე გავლენა ლარის კურსის გაუფასურებამაც მოახდინა.

„პანდემიის პერიოდში ბინების გაქირავების ფასი ქვეყნის მასშტაბით ყველგან შემცირებულია. 30-45%-მდეა დღიური გაქირავების ფასი დაკლებული. ანალოგიური კლებაა დატვირთულობასთან დაკავშირებითაც,“ - განმარტა კოტე ანჯაფარიძემ.

Businesspartner