ბიზნესი
12/06/2020

WENDY’S-სა და DUNKIN-ში დარბაზებში შეკვეთის განახლებული ტექნოლოგიები დაინერგა

ამერიკული ქსელ WENDY’S-ისა და DUNKIN-ში რესტორნების დარბაზებში შეკვეთების მიღების განახლებული ტექნოლოგიები დაინერგა.

მალე მომხმარებელი რესტორნებში მენიუს შეკვეთას QR კოდის საშუალებით, DUNKIN-ში კი თანამედროვე კიოსკების მეშვეობით შეძლებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების დროს, უკონტაქტოს გახდის სასურველი მენიუს შეკვეთის პროცესს და მეტად დაცული და უსაფრთხო იქნება ანგარიშსწორება.

მომხმარებლისთვის სავალდებულოა დეზობარიერის  და თერმოსკრინინგის გავლა, ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა; რეკომენდებულია უნაღდო ანგარიშსწორება. მომხმარებელს პირბადის მოხსნა მხოლოდ საკვების მიღებისას შეუძლია.

 

Businesspartner