ბიზნესი
23/10/2020

ZARA-ს საერთაშორისო ონლაინ გაყიდვების პლატფორმას საქართველოც შეემატა

ZARA-ს საერთშორისო ვებ-გვერდს, რომელიც აქამდე წამყვან ევროპულ ქვეყნებში მოქმედებდა, ერთი დღეა საქართველოც შეუერთდა.

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილის თქმით, წლების წინ, საქართველო არ იყო მნიშვნელოვანი ბაზარი დიდი ბრენდებისთვის, თუმცა ახლა დაინტერესება დიდია.

„ვინაიდან საქართველოში ZARA-ს ოფიციალური ფრენჩაიზა ვართ, ჩვენი მეშვებით ხდება ვებ-გვედის ოპერაციული მხარდაჭერა. ეს არის ZARA-ს საერთაშორისო სტრატეგიის ნაწილი. დიდი ხნით ადრე იყო დაწყებული კავკასიის რეგიონში ZARA-ს ონლაინ მაღაზიის გაშვება და პირველად ეს საქართველოში მოხდა, რაც ძალიან გვახარებს,“ - აღნიშნავს "ბიზნესპარტნიორთან" რეზო მაღალაშვილი.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება პანდემიას არ უკავშირდება, რადგან მანამდე იყო მოლაპარაკებეები ამ საკითხზე, თუმცა ეს დაეხმარება ამ რთულ ვითარებაში გაყიდვების სტიმულირებას და ქართველი მომხარებლები შეძლებენ ბრენდის პროდუქცია ონლაინ გამოიწერონ.

Businesspartner