ბიზნესი
22/09/2020

ზარაფხანა: საიუველირო ბიზნესში ონლაინ რეალიზაციის მაჩვენებელი დაბალია

„ზარაფხანას“ გენერალური დირექტრის განმარტებით, საიუველირო ბიზნესში ონლაინ რეალიზაციის მაჩვენებელი დაბალია.

ნიკოლოზ ნაყოფიას განმარტებით, ნივთები, რომლებიც მაღალი ღირებულებისაა ონლაინ გაყიდვებში წარმატებით არ გამოირჩევა.

„ადამიანს ჭირდება ნივთის ადგილზე ნახვა, შეფასება იმისთვის რომ მიიღოს გადაწყვეტილება ძვირადღირებული პროდუქტის, განსაკუთრბით კი საიუველირო ნაწარმის შეძენისას. შესაბამისად, ნივთები, რომლებიც მაღალი ღირებულებისაა ონლაინ გაყიდვით წარმატებით არ სარგებლობს. მაგრამ, გამოუვალ ვითარებაში, როცა პანდემიის გამო პირდაპირი კონტაქტი შეზღუდული იყო მომხმარებელთან, ჩვენი ერთგული მომხმარებელი პროდუქტს დისტანციურადაც უკვეთავდნენ,“-განმარტა ნიკოლოზ ნაყოფიამ.

Businesspartner